Tuesday, April 27, 2010

სასწავლო პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელი:
პურის ანგელოზი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხორბლის ჯიშებზე, პურისა და პურის პროდუქტების წარმოებაზე.
3. პროექტის სრული აღწერა:
პროექტში მოცემულია ხორბლის ჯიშების გაცნობა, პურის დანიშნულებაზე, პურის მოსავლის აღებაზე, პურისა და პურის პროდუქტებზე საუბარი.
4. მონაწილეთა ასაკი:
8–12 წელი.
5. ვადები/ ხანგრძლივობა:
1–2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და თითოეული ჯგუფისათვის თავისი ფუნქციის მინიჭება, ინფორმაციის წყაროების მითითება ინტერნეტსა თუ წიგნებში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიტანენ ხორბლის ჯიშების სურათებსა და მოკლე ინფორმაციას, პურის მოყვანისათვის საჭირო ეტაპებისა და მანქანების სურათებსა და ინფორმაციას, პურისა და პურის პროდუქტების დამზადებისათვის საჭირო მასალას, გააკეთებენ ჩანახატებს.
8. სარგებელი სხვებისათვის:
ეს ინფორმაციები იქნება ერთად ჩამოყალიბებული და საინტერესო.
9. სამუშაო ენა:
ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
11. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი ითვალისწინებს ქართული კითხვის ტექნიკის, ბუნებისმცოდნეობისა და სახვითი ხელოვნების უკეთესად დაუფლებას.
12. პროექტის ფასილიტატორი:
ქეთევან ჯავახიშვილი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
qetevanjavaxishvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
ფორუმი არა აქვს.
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
http://qetevanjavaxishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment